"საქართველოს რკინიგზა" - წყალმა ლიანდაგები დატბორა, ჩამოიშალა ნიადაგი, ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია

დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმის გამო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

"ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა. ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია.

კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას“, – აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი ამბები