კარა-მურზა - დარწმუნებული ვარ, თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის

რუსეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერი ჟურნალისტი ვლადიმერ კარა-მურზა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილს წერს.

"ძალიან გამიხარდა, რომ თქვენგან წერილი მივიღე. მადლობა თბილი სიტყვებისთვის. ჩვენთვის თქვენ და თქვენი თანამოაზრეები ვარდების რევოლუციიდან, მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი, რამდენიმე წელიწადში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იქცეს თანამედროვე ღია დემოკრატიულ ქვეყნად.

დარწმუნებული ვარ, ამჟამინდელი ქართული ნახევრად პუტინისტური ხელისუფლება ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს და თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის. მთავარია მაქსიმალურად იზრუნოთ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე. წინ ბევრი სამუშაოა და ძალა აუცილებლად იქნება საჭირო.

ჩვენ კი, რუსეთში გარდაუვალი კოლაფსის შემდეგ, სადაც პუტინის რეჟიმი ქვეყანას მიიყვანს, მოგვიწევს ყველაფრის სრულად აღდგენა. გვჯერა, მოვახერხებთ, მათ შორის, თქვენი მაგალითით და მე მჯერა, რომ ევროპა საბოლოოდ შეძლებს, გახდეს ჭეშმარიტად მშვიდობიანი, ერთიანი და თავისუფალი, დემოკრატიულ უკრაინასთან, დემოკრატიულ საქართველოსთან და დემოკრატიულ რუსეთთან ერთად, ეს ჩვენს საერთო ინტერესშია", - წერს კარა-მურზა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და უფლებადამცველი ვლადიმერ კარა-მურზა 2022 წელს დააკავეს. მანამდე მისი მოწამვლა ორჯერ სცადეს. 2023 წლის 17 აპრილს მას რუსულმა სასამართლომ თავისუფლების 25 წლით აღკვეთა მიუსაჯა, 400 000 რუბლის ჯარიმა დააკისრა და გათავისუფლების შემდეგ 7 წლით ჟურნალისტური საქმიანობა აუკრძალა.

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSaakashviliMikheil%2Fposts%2Fpfbid02WushuegQezMiyLsGftaLZhvdK61xe6hsjJ22TRpuHUtmQFkfgxEWPgoSG8KX9QGfl&show_text=true&width=500" width="500" height="679" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>