მარიამ კვარაცხელია - "თბილისი პრაიდი" და ის ადამიანები, ვინც "პრაიდის ფესტივალზე" დავზარალდით, ვაპირებთ ვუჩივლოთ შსს-ს

"თბილისი პრაიდი" 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს.

ფესტივალის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ დარბევა ძალადობრივ ჯგუფებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შეთანხმებული იყო.

"თბილისი პრაიდი" და ის ადამიანები, ვინც "პრაიდის ფესტივალზე" დავზარალდით, ვაპირებთ ვუჩივლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან ჩვენი ღრმა რწმენით, ადგილი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და "ალტ-ინფოს" შორის წინასწარ დაგეგმილ, კოორდინირებულ ოპერაციას. ეს ყველაფერი, ის, რომ ჩვენ გაგვწირავდნენ, ჩვენ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნიდნენ საფრთხეს, ეს იყო წინასწარ მოფიქრებული.

წავალთ სასამართლოში და ამოვწურავთ ყველა ინსტანციას, იმისთვის, რომ ვიპოვოთ სამართალი და თუ სამწუხაროდ, სამართალს ჩვენ ქვეყანაში ვერ ვიპოვით, აუცილებლად გავაგრძელებთ სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც დარწმუნებული ვარ ობიექტურად შეხედავს იმ რეალობას, რაც 8 ივლისს გვქონდა სახეზე", - აცხადებს "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი მარიამ კვარაცხელია.