ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება

ყოველწლიურად 15 ივლისს ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება.

ამ დღეს დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართს გამოაბრძანებენ, რომლის მთხვევაც ნებისმიერ მომლოცველს შეუძლია.

ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ზუსტი თარიღი და მარშრუტი უცნობია. წყაროები სხვადასხვა დროს კვართის ადგილსამყოფლად წალენჯიხის, ხობის ტაძარს მიუთითებენ. 1923 წლიდან დღემდე უკვე ზუგდიდშია.

ვლაქერნობა ზუგდიდში, ვლაქერნის სახელობის ხატის სახელობის ტაძარში 1990 წლიდან აღინიშნება. 2007 წელს კი 15 ივლისი პატრიარქმა საერთო-სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა.

ვლაქერნობა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადებას ნიშნავს. 

უახლესი ამბები