გიული ალასანია - ძალიან მადლობელი ვარ უკრაინის და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალებით დადებით შედეგს მივაღწევთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ უკრაინას და პრეზიდენტ ზელენსკის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მისი შვილის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით პრეზიდენტ ზელენსკისა და საგარეო მინისტრ კულებას, ასეთი მხარდაჭერისთვის. მიშამ თავისი საუკეთესო წლები გაატარა უკრაინაში და მას ეს ქვეყანა ძალიან უყვარს. ის ახლა ციხეში ზის იმის გამო, რომ 2008 წელს პუტინს არ დაუთმო საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ყველა ბრალდება მის წინააღმდეგ არის შეთითხნილი და ის პუტინის პირადი პატიმარია, რის შესახებაც დღეს ბევრი საუბრობს. 

ბევრი ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა უკვე განცხადება, მაგრამ შედეგებს ჯერჯერობით სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, თუმცა მე ძალიან მადლობელი ვარ უკრაინის და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალებით დადებით შედეგს მივაღწევთ. 

მიშა ახლა ძალიან განიცდის, რომ ამ რთულ დღეებში უკრაინაში არ არის. საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად ახლა ეს აღელვებს. ამიტომ, უკრაინის გამარჯვება ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მისი გადარჩენაც არის", - განაცხადა გიული ალასანიამ კიევში "მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის საერთაშორისო  მოძრაობის" დაფუძნების ღონისძიებაზე ჩართვისას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები