ბათუმში დაგეგმილ აქციას სტუდენტები შეუერთდებიან

31 ივლისს ბათუმის პორტში დაგეგმილ აქციას სტუდენტები შეუერთდებიან.

"სტუდენტები მივემართებით ბათუმისკენ, რათა შესაფერისად დავხვდეთ რუსულ გემს. იგი 31 ივლისს, დილის 6 საათზე ჩერდება პორტში. ამ დროიდან დავიწყებთ შეკრებას. ცხრიდან ათ საათამდე კი გელით ყველას. განრიგის მიხედვით, სწორედ 10 საათზე აპირებენ რუსი „ტურისტები“ გემიდან გადმოსვლას და ბათუმის გარშემო ტურებში ჩართვას. ოკუპანტებს დავხვდებით ცოცხალი ჯაჭვით და მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ. რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის!", - აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.

პარალელურად, აქციას გეგმავენ ადგილობრივი აქტივისტებიც, რომლებიც შეკრებას ღამიდან დაიწყებენ.