თუშეთის სოფელ ომალოში სამი მამაკაცი დაჭრეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის ერთ-ერთი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო თბილისში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.