მხატვარი თეიმურაზ გოცაძე გარდაიცვალა

მხატვარი თეიმურაზ გოცაძე გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე გარდაიცვალა.

თეიმურაზ გოცაძე 1941 წლის 25 მარტს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1971-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. 1983-1988 წლებში იყო თბილისის „მხატვრის სახლის“ დირექტორი, 1989-1995 წლებში საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი, 1988–2005 წლებში საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების „სურათების ეროვნული გალერეის“ გენერალური დირექტორი.

1994 წლიდან ასწავლიდა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში (შემდეგ თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი).

გოცაძის მთავარი ნამუშევრებია: „ლურჯა ცხენები“, „დაბადება“ (ორივე 1965), „ეფემერები“ (1966), „ჩემი საუკუნე“ (1980), „ჩემი თბილისი“ (1987), სერია „ქართლის ცხოვრება“ (11 სურათი, 1983), „მეტამორფოზა“ (1989), „სულიერი საქართველო“ (1991), „მოტაცებული მშვენიერება“ (1999), „საქართველო – XX საუკუნე“ (2002).

შექმნა თანამედროვეთა (ო. ჭილაძე, 1973; მ. ჯანაშია, 1975; თ. ჩხეიძე, 1985) პორტრეტები, მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები: კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზის მოხატულობა (1998), „ფიროსმანი“ (ახალგაზრდული ქალაქი, შავნაბადა, 1979), მართვის სისტემების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზი (თბილისი, 1980) და სხვ. პერსონალური გამოფენები: თბილისი (1976), მოსკოვი, ნიუ-იორკი, სან-დიეგო (1989), თბილისი (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).