კელი დეგნანი - ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ დემოკრატიაში არსებობენ სხვადასხვა გავლენის მქონე ადამიანები

ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ დემოკრატიაში არსებობენ სხვადასხვა გავლენის მქონე ადამიანები, ეს უფრო ნორმალურია, როდესაც არსებობენ ბიზნესმენები, განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფები, ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, გატარებულ პოლიტიკაზეც. ეს გარდაუვალია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოში არაფორმალური მმართველობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მნიშვნელოვანი კითხვაა და რთული კითხვაც არის. ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ დემოკრატიაში სხვადასხვა გავლენის მქონე ადამიანები არსებობენ. ეს უფრო ნორმალურია, ჩვეულებრივია, როდესაც არსებობენ ბიზნესმენები, განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფები. ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, მიღებულ და გატარებულ პოლიტიკაზეც. ეს გარდაუვალია. ჩვენ ვცდილობთ, ვიმუშაოთ საქართველოსთან და იმედი გვაქვს, რომ წარმატებაც გვქონდა. ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც გამორიცხავს გაუმართლებელ გავლენას, ეს გახლავთ ის საკითხი, რომლის წინაშეც მრავალი ქვეყანა დგას. ამერიკაშიც გვქონდა ჩვენ და ჩვენ გავუმკლავდით მას ანტიტრასტული კანონმდებლობის მიღებით. ყველა ქვეყანა თავის ფორმებს გამოიმუშავებს, ამიტომ რთული, სახიფათოც არის სხვა ქვეყნის კანონის გადმოკოპირება და მიღება საკუთარ კანონად. თითოეულ ქვეყანას ძალზე კონკრეტული სპეციფიკური სიტუაცია აქვს. თუმცა, ფუნდამენტურად გაუმართლებელი გავლენის მოხსნაზეა საუბარი – პოლიტიკაზე, გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება ეკონომიკის სფეროში, რათა იყოს თანაბარი თამაშის ველი, იქნება ეს უცხოელი ინვესტორებისთვის თუ ქართველი ინვესტორებისთვის, რათა ყველამ იცოდეს, რომ შემოდის გამჭვირვალე, სამართლიან სისტემაში, რომელიც ყველას მიესადაგება თანაბრად.

ეს ითხოვს აგრეთვე დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასაც, როდესაც იქნება ბიზნესებს შორის დავა, იქნება არჩევნების შემდეგ საჩივრები წარდგენილი თუ ნებისმიერი სხვა დავა, ადამიანები იქნებიან დარწმუნებული, რომ ეს მოგვარდება მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ფორმით. ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ჩვენც, ევროკავშირის წარმომადგენლებიც ასეთ დიდ აქცენტს ვაკეთებთ, რომ საქართველოში გატარდეს სასამართლო სისტემის რეფორმა. ვხედავთ, რომ მას ცენტრალური როლი აქვს.

საქართველოს პროგრესი აქვს ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით, თუმცა მეტი სამუშაოა შესასრულებელი და ეს ბუნებრივია. აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა საქართველოს სასამართლო სისტემა მეტად ეფექტიანი, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე გახდეს და ამას განვაგრძობთ მომავალშიც“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები