ჯანდაცვის კომიტეტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გურგენიძემ წარადგინა. მისი თქმით წარმოდგენილია კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი, რომელიც შემუშავდა როგორც პარლამენტის წევრების, ასევე ეროვნული ბანკისა და საპენსიო სააგენტოს შენიშვნების გათვალისწინებით.

სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა ბენეფიციარი დაბალრისკიან პორტფელში 2028   წლის იანვრამდე დარჩება. ბენეფიციარს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებით შეეძლება დანაზოგის საშუალო ან მაღალრისკიან პორტფელში  გადატანა.

კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები