უკრაინა გამორიცხავს რომის პაპის შესაძლო შუამავლობას რუსეთთან მოლაპარაკებებში მისი პრორუსული პოზიციის გამო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამორიცხავს რომის პაპის შესაძლო შუამავლობას რუსეთთან მოლაპარაკებებში მისი პრორუსული პოზიციის გამო, - უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

"რომის პაპის პოზიცია, რა თქმა უნდა, სრულიად გაუცნობიერებელია, მაგრამ წმინდა საყდრის რეპუტაციაზე აისახება. ეს ნიშნავს შუამავლის მისიის გაუქმებას, რომელიც ვატიკანს შეეძლო, შეესრულებინა.

აზრი არ აქვს შუამავლად რომის პაპზე საუბარს, თუ ის პრორუსულ პოზიციას იკავებს, რაც ყველასთვის სრულიად აშკარაა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მაგრამ თავიდან რაღაცნაირად აირია, ანუ ვითომ არ გვინახავს, ​​მაგრამ დღეს ცხადია, რომ ადამიანი პრორუსულ პოზიციას იკავებს. შესაბამისად, ეს ძალიან უარყოფითად აისახება ომზე“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, "ვატიკანს არ შეიძლება ჰქონდეს შუამავლობის ფუნქცია, რადგან ეს იქნება ფუნქცია, რომელიც მოატყუებს უკრაინას ან სამართლიანობას".

რამდენიმე დღის წინ რომის პაპმა სანქტ-პეტერბურგში კათოლიკე ახალგაზრდობის შეხვედრის მონაწილეებს მიმართა: "არასოდეს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ ხართ დიდი რუსეთის შთამომავლები – წმინდანთა დიდი რუსეთი, პეტრე პირველის, ეკატერინე მეორის დიდი რუსეთი, იმ იმპერიის, რომელიც იყო დიდი, განათლებული, დიდი კულტურის მქონე. არასოდეს თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე. თქვენ ხართ დიდი დედა რუსეთის შთამომავლები“.

ამ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მათ რომის პაპი რუსული იმპერიალიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულეს.

მოგვიანებით ვატიკანმა განმარტება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფრანცისკეს რუსული იმპერიალიზმის განდიდების განზრახვა არ ჰქონდა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები