ბექა ბასილაია - ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამო პროკურატურაში შეგვაქვს განცხადება

ადვოკატი ბექა ბასილაია გენერალურ პროკურატურას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით  მიმართავს.

"ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამო პროკურატურაში შეგვაქვს განცხადება, ეს დანაშაულები არის გაფლანგვა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მართალია "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამართლება იმით, რომ თითქოსდა რეისი რომელიც შესრულდა კერძო მიზნებით, სახელმწიფო ქონების გამოყენებით და დაჯდა მრავალი ათეული ათასი ლარი, ეს დაიფარა თითქოსდა ვიღაცის ჯიბიდან.

ჯერ ერთი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ეს ყველაფერი და სიტყვიერ განცხადებებს მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან ვერანაირად ვერ დავეყრდნობით, როდესაც ჩანს სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი განკარგვის ფაქტები და მეორე, თუნდაც დადგინდეს, რომ ეს ვიზიტი დაფინანსდა არა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, არამედ ვიღაცის ჯიბიდან, ესეც დანაშაულია და არანაკლები სიმძიმის, ეს არის კორუფციული დანაშაული", - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

მსგავსი სიახლეები