აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

"დაპირისპირებამ განუზომელი დანაკარგი მოუტანა აფხაზეთის საზოგადოებას. ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. შეიარაღებულმა მოქმედებებმა შეიწირა მრავალი ღირსეული თანამოქალაქის სიცოცხლე კონფლიქტის ორივე მხარეს. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით მომავალშიც გააგრძელებს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებას მშვიდობის მშენებლობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებით საზოგადოებების გაერთიანება. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევა უახლოეს მომავალში გამოიღებს სასურველ შედეგს და დაასრულებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. დარწმუნებული ვარ, აფხაზებთან ერთად ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის გზით უზრუნველვყოფთ ევროპული, ეკონომიკურად ძლიერი და საერთო კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შენებას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები ყვავილებით შეამკო.

ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ეროვნული გმირები და ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას, გენო ადამიას და მამია ალასანიას საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები