ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში 43 330-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

ცესკოს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, არჩევნებში 43 330-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

"კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43, 330-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51%-ია. მათ შორის გორსა და კასპში არჩევნებზე მოვიდა 25,627, გურჯაანში კი 17,703 ამომრჩეველი. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის.

დღევანდელი დღე ელექტრონული არჩევნების დანერგვის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, მშვიდ სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა. ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურები.

იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდა, ხმის მთვლელ აპარატზე ამოიბეჭდება პირველადი შედეგების ამსახველი ამონაწერები და პლანშეტის საშუალებით გადმოიგზავნება პირდაპირ ცენტრალურ კომისიაში. შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი 103 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა. ხმის დათვლის პროცედურები დაწყებულია დანარჩენ 30 უბანზე. შედგება შემაჯამებელი ოქმები, დასკანერდება და პლანშეტის საშუალებით გადმოიგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რის შემდეგაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი პირველადი შედეგები. შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე result.cec.gov.ge.

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით ამ დროისთვის მხოლოდ ორი საჩივარია დაფიქსირებული, რომელსაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღეს გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები