ნაუსედა - თუ რუსეთი ახლა გაიმარჯვებს, მაშინ მას ნამდვილად გაუჩნდება სხვა მიზნები, ამიტომ ამის დაშვება არ შეიძლება

თუ რუსეთი უკრაინის "გატეხვას" შეძლებს, მაშინ მას ნამდვილად გაუჩნდება სხვა მიზნები, ამიტომ ამის დაშვება არ შეიძლება, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ უკრაინა არის თავისუფლების პირველი ფორპოსტი. თუ უკრაინა გატყდება და ჩვენ გვჯერა, რომ ეს არ მოხდება, მაშინ რუსეთს სხვა მიზნები ექნება.

ახლა, უზარმაზარი ძალისხმევისა და მსხვერპლის ფასად, უკრაინა, ნება მომეცით ასე განვაცხადო, ჩვენთვის დროს იგებს, რათა დრო გვქონდეს მოსამზადებლად, რათა გვქონდეს დრო ნატოს კოლექტიური თავდაცვის სისტემის და ჩვენი საკუთარი სისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის", - განაცხადა ნაუსედამ.

მისი თქმით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და რუსეთის ხერხემალი იქ გადატყდება.

უკრაინის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ შეუძლებელია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის "გაყინვის" დაშვება, წინააღმდეგ შემთხვევაში აგრესორი ქვეყანა შეძლებს სამხედრო პოტენციალის აღდგენას 2028 წლისთვის და შეეცდება სხვა ქვეყნებზე შეტევას.

"თუ რუსეთს ახლა მიეცემა ადაპტაციის უფლება, მაშინ 2028 წელს კრემლი შეძლებს აღადგინოს სამხედრო პოტენციალი, რომელიც ჩვენ დავარღვიეთ და რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ შეუტიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ექსპანსიის ფოკუსში არიან. გარდა უკრაინისა, ესენი არიან, რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ზუსტად ის ქვეყნები, ვის ტერიტორიაზეც იმყოფება რუსული კონტინგენტი, ეს არის ინფორმაცია ჩვენი დაზვერვისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები