ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი დენკოვის შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია.

აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს ბულგარეთს, როგორც მეგობარ ქვეყანას და საიმედო პარტნიორს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წლების განმავლობაში ვაჭრობა და ეკონომიკა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროდ რჩება, რადგან ბულგარეთი მუდმივად რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები