"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას აფასებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღეს ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც 2022 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 30 ივნისის პერიოდში პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას აფასებს.

"ძირითადი მიგნებები

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ გაცემული  12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი გენდერული თანასწორობის გაძლიერებას შეეხება.  მე-9 რეკომენდაციის თანახმად, უნდა  გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად. რეკომენდაციის შესასრულებლად განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით. გენდერული თანასწორის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობა სრულად მოვიდეს შესაბამისობაში “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან” (სტამბოლის კონვენცია).  საბჭომ სრულფასოვნად უნდა შეასრულოს მისი უფლებამოსილებები, როგორც გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე საკანონმდებლო პროცესში ჩართულობისა და საზედამხედველო ფუნქციის შესრულების მიმართულებით.

გენდერული თანასწორობის მიმართულებით პარლამენტის საქმიანობისას შემდეგი პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა:

პარლამენტმა განახორციელა გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) საკითხის ინსტიტუციონალიზაცია.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული უნდა იყოს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენა.

კვოტირების წესი გახანგრძლივდა − საარჩევნო კოდექსში ცვლილებით „გენდერული კვოტირების“ ვადა 2032 წლის ოქტომბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. კვოტირების წესის თანახმად, პარტიულ სიაში ყოველი 3  კანდიდატიდან 1 მაინც უნდა იყოს ქალი. იმ შემთხვევაში თუ ქალ დეპუტატს შეუწყდა უფლებამოსილება, მას  პარტიული სიის მომდევნო ქალი წევრი ჩაანაცვლებს;

პარლამენტმა დაამტკიცა “გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია” და “ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია”.

გამოწვევები გენდერული თანასწორობის მიმართულებით:

საბჭოს ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებზე სუსტია. მთავრობა  დადგენილ ვადაში არ წარუდგენს საბჭოს ანგარიშებს. ანგარიშების მოსმენის შემდეგ, საბჭო არ გასცემს რეკომენდაციებს;

საბჭოს კოორდინაციით შემუშავებული და დაინიცირებული საკანონმდებლო  პაკეტის განხილვა  პარლამენტში შეჩერებულია;

წევრები ხშირად არ ესწრებიან საბჭოს სხდომებს;

საბჭოს სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს დროში ეფექტურად განსახორციელებელ ამბიციურ ვალდებულებებს, მათ შორის, საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას;

გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში აქტივობებისთვის გათვალისწინებული ინდიკატორები და შესრულების ვადები ზოგადი ხასიათისაა;

საბჭო დროულად და ეფექტურად არ ახორციელებს მის მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს;

საბჭოს არ აქვს შექმნილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფი, რაც უზრუნველყოფდა საბჭოს საქმიანობაში ექსპერტების ინტენსიურ ჩართულობას;

საბჭოს საქმიანობის პროცესში კვლავ არასაკმარისია ადამიანური რესურსი.

რეკომენდაციები

უნდა გაგრძელდეს განხილვა და მხარდაჭერილ იქნეს  ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაინიცირებული კანონპროექტები, მათ შორის,  არასრულწლოვნების მიმართ სქესობრივი დანაშაულების შესახებ ცვლილებები;

აუცილებელია, რომ სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოვიდეს სქესობრივი დანაშაულები, მათ შორის გაუპატიურების დეფინიცია;

მნიშვნელოვანია დროულად შემუშავდეს კანონპროექტი, რომელიც, სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდს სპეციალური ნორმით დაარეგულირებს;

მნიშვნელოვან ინიციატივებზე კომიტეტების ჩართულობით უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის გენდერული ზეგავლენის ანალიზი;

ბიუჯეტის პროექტის გენდერული ანალიზი ყოველწლიურად უნდა ხორციელდებოდეს; 

საბჭომ უნდა გააძლიეროს აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა, დაიბაროს უფლებამოსილი პირები სხდომებზე, გასცეს რეკომენდაციები და აკონტროლოს მათი შესრულება;

დეპუტატები უნდა ესწრებოდნენ საბჭოს სხდომებს და ახორციელებდნენ კანონით დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს; 

ანგარიშვალდებული პირები პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას და საბჭოს დროულად წარუდგენდნენ ანგარიშებს;

საბჭო ეფექტურად და პერიოდულად უნდა აკონტროლებდეს თემატური მოკვლევის ჯგუფების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას;

გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით უნდა განისაზღვროს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა, რომელიც დაკომპლექტდება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. საკონსულტაციო ჯგუფი უნდა მონაწილეობდეს საბჭოს სხდომებში, წარუდგენდეს მას წინადადებებს/რეკომენდაციებს და ეხმარებოდეს უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელებაში; 

საბჭოს განცხადებები უნდა ქვეყნდებოდეს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე; 

მიზანშეწონილია, საბჭოს აპარატის ადამიანური რესურსით გაძლიერება, რათა მან სრულფასოვნად შეძლოს ფუნქციონირება და კომიტეტებთან ერთად, კანონპროექტების გენდერული ანალიზის შემუშავების პროცესში ჩართვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები