საგარეჯოში მოკლული გოგონას მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამა გამოკითხვაზე დაიბარეს. მას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა.

ისა შახმიროვი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და საქართველოში ახლახან დაბრუნდა.

ტელეკომპანია "ფორმულასთან" ისა შახმიროვას ძმა აცხადებს, რომ მკვლელობის შესახებ ტელევიზიიდან გაიგეს და ბავშვის იძულებით გათხოვების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. მისივე თქმით, მისი ძმა წლებია, რუსეთსა და პოლონეთშია და შვილებს ფინანსურად ეხმარებოდა.

"ჩემი ძმა რუსთავის პოლიციაში იკითხება. წლებია, დაშორებულია თავის ცოლს, ბავშვები დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელში იზრდებოდნენ. მამა მათ ფინანსურად ეხმარებოდა, მაგრამ მიმოსვლა არ გვქონდა, არც დღესასწაულზე, არც რაიმე შემთხვევების დროს, არც გათხოვების ამბავი არ ვიცოდით. ეს ჩვენთვის არ უთქვამთ. წარმოიდგინეთ, მკვლელობის ამბავი ტელევიზიით შევიტყვეთ, შემდეგ გავაგებინე ჩემს ძმასაც. მასთან ბევრი საუბარი ვერ მოვასწარით, გამოკითხვაზე წაიყვანეს, თუმცა ზუსტად ვიცი, თავისი მკაცრი პოზიცია ექნება მომხდარზე, ჩემი ძმა შვილის ღირსებისთვის იბრძოლებს", - განაცხადა ნუსა შახმიროვმა.

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი გოგონა 6 ოქტომბერს მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ. ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.

გარდა ამისა, დააკავეს აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა. და-ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.

საქმის პროკურორის განცხადებით, დედა იყო ადამიანი, ვინც ბავშვი, გამოქცევის შემდეგ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ე.წ. ქმართან დააბრუნა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები