ალიევმა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქ ხანქენდში აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა აღმართა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, ალიევის პირველი არჩევნების გამარჯვებისა და ხელისუფლებაში ყოფნის 20 წლისთავზე, აზერბაიჯანის ლიდერი მთიან ყარაბაღს ეწვია.

ხანქენდის გარდა, ალიევმა აზერბაიჯანის დროშები კიდევ რამდენიმე ქალქსა და სოფელში აღმართა.

19 სექტემბერს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ყარაბაღის რეგიონში "ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები" განახორციელეს. ამ ოპერაციის შედეგად, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდა, ბაქომ გამოაცხადა, რომ მიაღწია თავის მიზნებს რეგიონში და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის გამო 30-წლიანი კონფლიქტის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა.

2024 წლის 1 იანვრიდან "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა" დედაქალაქით ხანქენდი (სტეფანაკერტი) ოფიციალურად წყვეტს არსებობას. აზერბაიჯანმა რეგიონზე კონტროლი ყარაბაღის "დამოუკიდებლობის“ გამოცხადებიდან 32 წლის შემდეგ დაიბრუნა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები