უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი - რუსებმა კუპიანსკის მიმართულებით ქიმიური იარაღის გამოყენება დაიწყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაურის დენის იაროსლავსკის განცხადებით, გუშინ რუსებმა კუპიანსკის მიმართულებით აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენება დაიწყეს.

"მტერი ძალზე მძლავრად იყენებს არტილერიას და გუშინ საღამოდან დაიწყო მასობრივი განადგურების საშუალებების გამოყენება. ანუ ჯარისკაცებს უჭირთ სუნთქვა, აქვთ დამწვრობა, თავბრუსხვევა - ამას ვგრძნობთ და ვხედავთ. მეორე დღეა მტერი იყენებს. ყველაფერი, რაზეც რუსები ამბობენ, არ შეიძლება, პირველ რიგში თავად იყენებენ. ბახმუტის მიმართულებით ვნახეთ სისტემატური გამოყენება ფოსფორი, ახლა კუპიანსკის მახლობლად ისინი იყენებენ ქიმიას", - განაცხადა იაროსლავსკიმ.

მისივე თქმით, პირველად ქიმიური იარაღი ჰოსტომელში შეხვდათ.

"პირველად ქიმიურ იარაღს შეგვხვდა ჰოსტომელში, როცა ჩვენი დანაყოფი შევიდა ანგარში, სადაც იყო თვითმფრინავი (ოკუპანტების მიერ კიევის ოლქში განადგურებული), იქ მოვიწამლეთ, რადგან სამ საათზე მეტი ვიყავით. უამრავი ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული, მებრძოლები, მაშინ ჩვენ ეს პირველად ვიგრძენით“, - განაცხადა იაროსლავსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა ასევე განაცხადა, რომ ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით ვითარება დაძაბულია. იქ ჯერ კიდევ დიდი რაოდენობითაა მტრის ძალები, რომლებიც ცდილობენ უკრაინელ დამცველებზე ზეწოლას.

ოფიცერს მიაჩნია, რომ კუპიანსკის მიმართულებით რუსები ცდილობენ სარკინიგზო კვანძის ხელში ჩაგდებას, რაც მათთვის მნიშვნელოვანია.

უახლესი ამბები