პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. "ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კამათი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ბერაიას მიერ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ბერაიასა და ალუდა ღუდუშაურის მიერ ანა წითლიძის და თეონა აქუბარდიას მიმართ გაკეთებული განცხადებები არის სექსისტური, ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

ხატია დეკანოიძის მსგავსად, კოლეგები დაიცვა იაგო ხვიჩიამ, მან მოითხოვა, რომ ირაკლი ბერაიამ სხდომათა დარბაზში ქალი დეპუტატის მიმართ ბოდიში მოიხადოს.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მან იაგო ხვიჩიას მოუწოდა, მორალური პიედესტალიდან ნუ ისაუბრებს. მისი თქმით, პიროვნულ შეურაცხყოფაზე თავად იღებს შენიშვნას, ვინაიდან, დეპუტატისთვის გამოსვლა დროულად უნდა შეეწყვიტა.

ამ განცხადებების შემდეგ, სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება იყო იაგო ხვიჩიას, ირაკლი ქადაგიშვილს და მამუკა მდინარაძეს შორის.

უახლესი ამბები