"დიდგორი 2023“-ის ფარგლებში ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთის ბატალიონმა და შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ქვედანაყოფმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარა.

სიმულაციური სცენარის მიხედვით შექმნილ კრიზისში თავდაცვის ძალებისა და შსს ქვედანაყოფებმა კოორდინირებულად იმოქმედეს და ეფექტიანად შეასრულეს დასახული ამოცანა. ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობდა ქართული წარმოების „დიდგორი“ და „დიდგორი მედევაკი“, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. შსს-ს დაშავებული წარმომადგენლის საჰაერო ევაკუაციაში კი, თავდაცვის ძალების ახლად მოდერნიზებული UH-1H იროკეზის ტიპის შვეულმფრენი ჩაერთო. საველე წვრთნაში მონაწილეობდა შსს-ს ტექნიკაც.

უწყებათშორისი სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებასა და ურთიერთქმედების დახვეწას. „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია. მასში საშტაბო ნაწილის გარდა, სხვადასხვა სასწავლო უბანზე საველე კომპონენტებიც თამაშდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები