მერი ლოლერი - საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალურად უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ

საქართველოში ცხრადღიანი ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მერი ლოლერმა ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.

მერი ლოლერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ, რაც ეხება არა მხოლოდ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა და პოლიტიკურ ღონისძიებებს, არამედ საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებსაც.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა უფლებადამცველებთან ერთად, LGBTQI საზოგადოებასა და ჟურნალისტების საქმიანობას. ამასთან, გასცა რეკომენდაციები მთავრობის, პარლამენტარების, გარკვეული სამინისტროებისა და სახალხო დამცველის აპარატის მიმართ.

"საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალურად უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ, რაც ეხება არა მხოლოდ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა და პოლიტიკის ღონისძიებებს, არამედ საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებსაც, რათა ქვეყანაში შეიქმნას ხელსაყრელი გარემო მათი ლეგიტიმური საქმიანობის მხარდასაჭერად და გაქარწყლდეს მზარდ პოლარიზაციისა და დაუცველობასთან დაკავშირებული შიშები. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება დროთა განმავლობაში ვითარდებოდა და დღეს იგი უაღრესად ძლიერი, დინამიური, მიზანდასახული და მრავალფეროვანია. ქვეყანამ უნდა იამაყოს ასეთი სამოქალაქო საზოგადოებით.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საჯაროდ აღიაროს ადამიანის უფლებათა დამცველების ლეგიტიმური როლი და მათი მნიშვნელოვანი წვლილი სამართლიანი და ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. ადამიანის უფლებათა დამცველები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ და დაცულად, ვიდრე მთავრობისა და პარლამენტის წევრები აგრძელებენ შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ან არ გმობენ სხვების ამგვარ რიტორიკას და სოციალურ მედიაში გაჩაღებულ რეპუტაციის შემლახავ კამპანიას.

მთავრობამ უბრალოდ კი არ უნდა "აიტანოს" სამოქალაქო საზოგადოება, არამედ აქტიურად წაახალისოს მათი როლი და საქმიანობა, დაიცვას მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ადამიანის უფლებათა დამცველების, მათ შორის ქალთა და LGBTQI პირების უფლებადამცველების, წინააღმდეგ ჩადენილი თავდასხმისა და შეურაცხყოფის, ასევე უკანონო თვალთვალის ფაქტები დაუსჯელი რჩება, რაც, როგორც ჩანს, სისტემურ ხასიათს ატარებს. უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება უფლებადამცველების წინააღმდეგ სავარაუდო ძალადობის შემთხვევების დაუყოვნებელ და გამჭვირვალე გამოძიებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შემდგომი თავდასხმების რისკებს.

საქართველოს მთავრობამ სრულად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და მოეპყროს უფლებადამცველებს როგორც მოკავშირეებსა და არა როგორც მტრებს“, – განაცხადა ლოლერმა.

მისივე თქმით, საქართველო გზაჯვარედინზე იმყოფება. ერთი მხრივ საუბარია სტატუსზე და მეორე მხრივ პროპორციულ არჩევნებზე - ამ პროცესში ხელისუფლების დამოკიდებულება არასამთავრობოებზე, აჩვენებს რა გზას ადგას ქვეყანა.

"ჩემს ვიზიტამდე რამდენიმე ხნით ადრე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო შეკრება, რომელსაც განიხილებოდა მშვიდობიანი მეთოდებით საკუთარი უფლებების დაცვის საკითხები. სუსმა ეს ვიდეო წარმოადგინა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება და კერძოდ ორგანიზაცია "კანვასი" მონაწილეობდა შეთქმულებაში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლაა. ამის გამო დაკითხვაზე დაიბარეს სამოქალაქო საზოგადოების წევრები. მე თავად ვნახე სუსის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო და მასში ვერ დავინახე ვერაფერი, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მომზადება. სემინარი იყო ღია ყველასთვის, ის მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში, სუსმა კი ვიდეო წარმოადგინა დამონტაჟებული სახით, რათა ის შეთქმულების თეორიის გასამყარებლად გამოეყენებინა.

რაც შეეხება აგენტების კანონპროექტს ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, მაგრამ ვნახეთ ძალის გადამეტება. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაიზარდა დაუცველობის ხარისხი. დაუსჯელობის სინდრომია იმ დანაშაულებზე, რომელიც ლგბტ თემის მიმართ ჩაიდინეს. ჩვენ ვნახეთ მათზე ძალადობა, ასევე თავდასხმა ჟურნალისტებზე, მათ იყო შორის "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. თავდასხმა იყო დაგეგმილი და წაქეზებული სასულიერო პირების მიერ. პრემიერი თუ შესაბამის განცხადებას გააკეთებდა შესაძლოა, ეს არ მომხდარიყო. დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა ვერ მოხდა. არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ დაისაჯონ ადამიანები, პირიქით ახლაც მუქარები გვესმის. საქართველო გზაჯვარედინზე იმყოფება. ერთი მხრივ საუბარია სტატუსზე და მეორე მხრივ პროპორციულ არჩევნებზე - ამ პროცესში ხელისუფლების დამოკიდებულება არასამთავრობოებზე, აჩვენებს რა გზას ადგას ქვეყანა. ფაქტია, რომ ირღვევა თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებები. ხელისუფლებას ეშინია ჟურნალისტების, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ისინი აშუქებენ საკითხებს რომლის გამოც  ისინი გასაკრიტიკებელი არიან. შეწყდეს დისკრედიტაცია და ლაფის შესხმის კამპანია", - განაცხადა მერი ლოლერმა. 

გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქვეყანაში ვიზიტის შესახებ სრულ ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2025 წლის მარტში წარუდგენს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები