ნიკა მელია - სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.

"არსებობს 40 000 პარტიის მხარდამჭერის ხელმოწერა, რომელიც გამოსავლის სახით არის ნაჩვენები. აპირებენ საერთოდ განხილვას ამ ინიციატივის? აპირებენ, რომ ასახონ ეს ინიციატივა, ნაწილობრივ მაინც მანიფესტში? ეთანხმებიან სააკაშვილს, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოდან ხალხი არ უნდა გაყრილიყო?

ადამიანს, რომელსაც სურს თანამშრომლობა, ის არ ესაუბრება ათი ათასობით თანამოაზრეს, ჯერ კიდევ, ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად პარტიის წევრებს, მგლის ბილეთების გადაცემით, ასე არ იქცევიან, როდესაც შენ გინდა თანამშრომლობა, პოლიტიკური საბჭოდან არ ყრი ხალხს. 

როდესაც შენ ამ შეცდომას დაუშვებ, შეგიძლია, აღიარო ეს შეცდომა და ამის შემდეგ მოგიგვარდება ეს პრობლემა, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაში გაჯიუტებას აქვს ადგილი. მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე", - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები