უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტების 810-ე საზღვაო ქვეით ბრიგადაზე დარტყმა ოფიციალურად დაადასტურა.
"ოკუპანტები შეიკრიბნენ ე.წ. რუსი არტილერისტების დღის აღსანიშნავად. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მყისიერად დაადგინეს რუსების დღესასწაულის ადგილი და თბილად მიულოცეს მათ“, - წერს შეიარაღებული ძალები.
არსებული ინფორმაციით, წარმატებული დარტყმის შედეგად რამდენიმე ათეული რუსი ტერორისტი დაიღუპა, კიდევ ასამდე მძიმედ დაშავდა.
უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების 810-ე ბრიგადაზე დარტყმას უკვე უწოდეს შურისძიება 19 ნოემბერს, ზაპოროჟიეში 128-ე უკრაინულ ბრიგადაზე თავდასხმის გამო.