ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას მხარი 495-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგი წავიდა, 50-მა თავი შეიკავა. კენჭისყრაში მონაწილეობა 552-მა დეპუტატმა მიიღო.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო დაკავებას რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან.ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე უნდა აგონ პასუხი და გადაეცეს მართლმსაჯულებას გინტურის მკვლელობასა და დოთიაშვილის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის, რუსეთის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ეშელონებში და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში.

ევროპარლამენტი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და ამ რეგიონში უკანონო ბორდერიზაციისა და პასპორტიზაციის პროცესს. მოუწოდებს რუსეთს, სრულად განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უპირობოდ გაიყვანოს ყველა საოკუპაციო ძალა.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, გადახედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და დაუწესოს სანქციები ჩამოთვლილ ინდივიდუალურ პირებს და მხარი დაუჭიროს სხვა თანამოაზრე პარტნიორების მიერ ანალოგიური ზომების გატარებას

ევროპარლამენტი გმობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევას. ხაზს უსვამს, რომ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მხრიდან რაიმე სახის პროვოკაციამ, რომელიც გამიზნულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განადგურებისკენ, არ უნდა მოახდინოს გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

თამაზ გინტური 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. შემთხვევის დროს მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს და რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები