Georgian Airways თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის ფრენებს იწყებს.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, პირდაპირი რეისები 10 დეკემბრიდან დაიწყება.
ფრენა კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.