ზელენსკი - გავმართე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სამხედროებთან, შევთანხმდით მიზნებზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ხერსონის ოლქში ვიზიტისას სამხედროებთან შეხვედრა გამართა. კერძოდ, შეთანხმებული იქნა მიზნები დამცველებისთვის, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

ზელენსკის განცხადებით, ხერსონში ვიზიტის დროს მან ქალაქისა და რეგიონის დაცვაზე ისაუბრა. ამასთან, ადგილობრივმა ლიდერებმა თავშესაფრების მშენებლობის შედეგები და გეგმები წარადგინეს, რომლებიც ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია.

"მე გავმართე ძალიან მნიშვნელოვანი, დეტალური შეხვედრა სამხედროებთან. კონკრეტულად სამხრეთში მუშაობასთან დაკავშირებით. განვიხილეთ რა იყო საჭირო. შევთანხმდით მიზნებზე. ჩვენ აშკარად ვხედავთ პრიორიტეტებს მომწოდებელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

საუბარი იყო ასევე, დამატებით დრონებს და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე.

უკრაინის პრეზიდენტი დღეს ოდესაში, ნიკოლაევსა და ხერსონში იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები