შალვა პაპუაშვილი - დიდი ლუსტრაციის პროცესი მიდის ქართულ პოლიტიკაში, ჩვენს თვალწინ იკვრება ანტიქართული კოალიცია

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დიდი ხანია, ცხადია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არანაირი მრავალფეროვნება არ არსებობს და პარლამენტი ამის ყველაზე კარგი დასტურია.

"სინამდვილეში, ოპოზიციის მხარეს არის ერთი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ, რომელიც ცდილობს, ხანდახან აჩვენოს, თითქოს არიან ცალკე სტრუქტურები. სინამდვილეში, იდეოლოგიურად ისინი არიან ერთნი, ვინაიდან ზუსტად ერთი და იგივე პოლიტიკა აქვთ. ამასწინათ "ლელომ“, რომელსაც ახლა უნდა, თავი მოგვყიდოს, როგორც "ნაციონალურ მოძრაობასთან“ არააფილირებულ ორგანიზაციას, შემოიტანა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ეხებოდა სანქციების დაწესებას, პირდაპირ ანტიქართული რეზოლუციის პროექტი, რომლის მთავარი მიზანი არის საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი და საქართველოს დაყენება ომის რისკის წინაშე. ასეთი რეზოლუცია შემოიტანა „ლელომ“. რაც არ უნდა ადასტურონ, ეს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაა, ანტიქართული პოლიტიკა, ნაკარნახევი სხვების ინტერესებით და არა ქართველი ხალხის ინტერესებით, ეს ხომ მაინც ჩანს საბოლოო ჯამში. „ლელო“, მათ შორის, 2020 წლის არჩევნების წინაც გახსოვთ, ცდილობდა პოზიციონირებას, თითქოს არ იყო აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. როგორც კი არჩევნები ჩატარდა 2020-ში, „ლელო“ იყო მთავარი, ვინც ალიანსში იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბოიკოტის საკითხებზე. მთავარი ჩამშლელი მოლაპარაკებებში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო „ლელო“. „ლელოს“ ხელით შლიდა ბევრ პროცესს. მთავარი სიყალბის გამავრცელებელი იყო „ლელო“. ჩვეულებრივი ერთი ორგანიზმია, ანტიქართული კოალიცია. ეს იქნება არჩევანი 2024 წელს "ქართულ ოცნებასა“ და ანტიქართულ კოალიციას შორის.

რასაც ახლა ვაკვირდებით, არის ის, რომ იქმნება ანტიქართული კოალიცია და ჩანს, რომ ოპოზიციიდან ბევრს სურს, ამ ანტიქართულ კოალიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ იყოს, ვინაიდან იქ ხედავს ფინანსურ რესურსებს, მედიარესურსებს. დიდი ლუსტრაციის პროცესი მიდის ქართულ პოლიტიკაში, ჩვენს თვალწინ იკვრება ანტიქართული კოალიცია. ამიტომ 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება არჩევანი, რომ პირდაპირ თანამედროვე ისტორიის შადიმანებს დაარქვას თავისი სახელი, მიუჩინოს თავისი ადგილი ისტორიაში; კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, ორგანიზაციას და პარტიას, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებს და კიდევ ერთხელ ამხილოს ის პოლიტიკური თუ სხვა სახის ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ სხვისი კარნახით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები