ზელენსკი - ვერავინ გვეტყვის, ვიქნებით თუ არა ნატოში და დაგვესხმება თუ არა თავს რუსეთი მომავალში

ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ რუსეთი კვლავ არ დაესხმება უკრაინას და მიიღებენ თუ არა ჩვენს ქვეყანას ნატოში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიკოლაევში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული უსაფრთხოება უკრაინისთვის ახლა და მომავალში პრიორიტეტია.

"ჩვენ ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ ყველა პარტნიორს. ქვეყანა, რომელიც გადის ომს და უნდა დასრულდეს ისე, რომ თავიდან არ დაიწყოს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით როგორ იქნება. ეს არის ცხოვრება და ეს არის რუსეთი. არავინ გეტყვით, ვიქნებით თუ არა ნატოში", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინამ, თავის მხრივ, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს უმაღლეს დონეზე.

"ჩვენ მივდივართ ამისკენ ნატოს სტანდარტების მიხედვით და ვავითარებთ საკუთარ სტანდარტებს ბევრ სფეროში, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო შეიცვლება და უსაფრთხოება იქნება პრიორიტეტი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები