დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ი.ხ.-მ მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა ნ.დ.-მ მეორედ გათხოვებით მას  შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ დაზარალებულს როგორც ქალს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება. აღნიშნულის გამო 28 ნოემბერს, ბრალდებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში,  ყოფილი მეუღლის ოჯახში მივიდა და ნ.დ.-ს და მის მეუღლეს ი.ჯ.-ს, ამ უკანასკნელის დედის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.  მიღებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით, 19,109-ე მუხლის „თ“ , „კ“ და  „ლ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებენ პროკურატურაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები