სიბიგა - "ბორისპოლის" აეროპორტი იყო პირველი, რომელიც დაიხურა ომის დაწყების გამო და ის იქნება პირველი ობიექტი, რომელიც გაიხსნება

როგორც კი ამისათვის შესაფერისი პირობები იქნება, "ბორისპოლის" აეროპორტის გახსნა იგეგმება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სიბიგამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "ბორისპოლის" აეროპორტი იყო პირველი, რომელიც დაიხურა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების გამო, მაგრამ ეს იქნება პირველი ობიექტი, რომელიც გაიხსნება.

სიბიგას განცხადებით, სურთ აეროპორტის გახსნა "როგორც კი უსაფრთხოების ვითარება ამის საშუალებას მისცემს".

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა ელჩებთან შეხვედრაზე ასევე გამოთქვა რწმენა, რომ "ბორისპოლი" მალე მიიღებს და გაგზავნის თვითმფრინავებს.

"მშვიდობის ელემენტებთან ეს დაბრუნება შესაძლებელია, რადგან უკრაინა გაძლიერდა. ჩვენ ახლა შეგვიძლია უზრუნველვყოთ ამ ობიექტის უსაფრთხოება. მადლობა ჩვენი თავდაცვის ძალების და ჩვენ მეგობრებს - თქვენ ქვეყნებს. დარწმუნებული ვარ, სიმბოლური ჩასხდომის ბარათები, რომელსაც თქვენ მიიღებთ, მალე რეალური გახდება“, - განაცხადა ერმაკმა.

აღსანიშნავია, რომ "ბორისპოლის" აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა ალექსეი დუბრევსკიმ ორი თვის წინ განაცხადა, რომ აეროპორტი მზად არის ომის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყოს თვითმფრინავების მიღება.

ანდრეი ერმაკმა ნოემბერში დაუშვა, რომ ომის დასრულებამდე უკრაინაში ერთ-ერთი აეროპორტის გახსნა შეიძლება.

მან არ დააკონკრეტა რომელი აეროპორტი გაიხსნება, თუმცა მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია დასავლეთ უკრაინის ერთ-ერთ ქალაქზე.

უახლესი ამბები