უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად აღდგება

უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 4 დეკემბრიდან ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საგზაო სამუშაოები დასრულებულია და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დახაზვის, გამწვანებისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები.

ბენდელიანის განცხადებით, ტერიტორიის მოსაწესრიგებლად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

"დღეის მდგომარეობით, საგზაო სავალი ნაწილი სრულად დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს დახაზვის სამუშაოები, პარალელურად კი - შუქნიშნების და გაჩერებების მონტაჟი. ფაქტობრივად, დასრულებულია გარე განათების მონტაჟი. მიმდინარეობს ტერიტორიის გამწვანება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტროტუარებზე მოეწყო შესაბამისი არხები, სადაც მოხდება საჰაერო სადენების მიწის ქვეშ განთავსება. გარდა ამისა, არის ლოკალური ადგილები, სადაც ტროტუარების სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების ყველა ქსელი, ასევე, მოეწყო სახანძრო ჰიდრანტები.

გარდა ამისა, როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, აღნიშნულ ქუჩაზე ასევე იყო საპარკინგე ადგილების პრობლემა. შესაბამისად, რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო საპარკინგე ადგილებიც, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა.

უახლესი ამბები