მაკა ბოჭორიშვილი - ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, ახლა ჯერი ევროკავშირის ქვეყნებზეა

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ და საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთეს ყველაფერი კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

"ახლა ჯერი ევროკავშირის წევრ ქვეყნებზეა, რომ მიიღონ ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც არა მარტო ჩვენ, არამედ გაფართოების პაკეტის ძალიან ბევრი ქვეყანა ელოდება. ზოგადად, მსგავსი გადაწყვეტილებები არის საკმაოდ რთულად მისაღები. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ძალიან დიდხანს მსჯელობენ ხოლმე მსგავს გადაწყვეტილებებზე და არც გასაკვირია. ასე რომ, დაველოდოთ. იმედი მაქვს, მოხდება კონსენსუსის მიღწევა ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები