ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა

დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ საზოგადოებას ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა.

მერი მოქალაქეებს ახლად გახსნილ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობაში შეხვდა.

გივი მოდებაძემ აღნიშნულ შეხვედრაზე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ჩვენ ბევრი პროექტი განვახორციელეთ და ვახორციელებთ უკეთესი ცხოვრების პირობებისთვის. მუნიციპალიტეტის განვითარება და წარმატება - ჩვენი საზრუნავი და საერთო საქმეა. ყველა პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება, მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის ხელშეწყობა, ვინაიდან ახალგაზრდობა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს", - განაცხადა გივი მოდებაძემ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტმა შეადგინა 46 840 460 ლარი (დამტკიცებული ბიუჯეტი იყო 30 128 700 ლარი.

წინა წელთან შედარებით დაზუსტებული ბიუჯეტი გაზრდილია 2 683 000 ლარით. მიმდინარე წლის განმავლობაში ცვლილებებით ბიუჯეტი გაიზარდა 16 711 760 ლარით, რაც პროცენტულ მაჩვენებელში 36%-ია.

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე წლის დასაწყისში განსაზღვრული თანხა შეადგენდა 3 670 000 ლარს, ხოლო დაზუსტებული ბიუჯეტით შეადგენს 16 347 500 ათასი ლარი. (ზრდა 12677.5 ათასი ლარი.) 

რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხა შეადგენს 5 625 576 ლარი, რომლითაც დაფინანსდა შემდეგი პროექტები: 

გზები მოწყობა რეაბილიტაცია 7 661 567 ლარი (მათ შორის ცენტრალური 5 682 472ლარი), 

საყრდენი კედლების რეაბილიტაცია 944 500 ლარი (მათ შორის ცენტრალური 711 100 ლარი),

ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები 96 979 ლარი,

წყალმომარაგების განვითარება 1 095 532 (მათ შორის სუბსიდია 770 00 ლარი),

გარე განათება 778 100 ლარი (მათ შორის სუბსიდია 560 000 ლარი),

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება 3508 072 ლარი (მათ შორის სუბსიდია 2 800 000 ლარი) ამაში შედის 4 ერთეული ავტობუსის და ერთი ნაგავმზიდის შეძენა.

სახურავების რეაბილიტაცია 737 288 ლარი (მათ შორის ცენტრალური 525 000 ლარი).

სკვერების რეაბილიტაცია და მოვლა პატრონობა 1 557 301 ლარი (მათ შორის ცენტრალური 1 361 526 ლარი).

პრეზენტაციის ბოლო ნაწილი გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში, მერმა ამომწურავი პასუხი გასცა ყველა შეკითხვას. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი და ეპარქიის მღვდელმთავრები, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, მოადგილე დავით ბიწაძე, "ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის საოპერაციო საქმიანობათა კოორდინატორი ჯემალ ხარაიშვილი, "ჯორჯიან მანგანეზის“ პროექტების მენეჯერი ეკა შავლაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, სამსახურის ხელმძღვანელები, ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები