გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მცირეწლოვანი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს. მას რამდენიმე გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

"მდგომარეობა ძალიან რთულია, ძალიან, იმიტომ, რომ თავის თხემი საერთოდ არ აქვს ბავშვს, ტვინთან არ აქვს შეხება, მაგრამ მთავარია შეხორცების დროს არ წავიდეს გართულება და ინფექცია. პლასტიკური ოპერაცია კეთდება, გადანერგვა უნდა მოხდეს ისევ ბავშვის სხეულიდან აღებული კანით. უნდა ჩატარდეს სულ სამი ოპერაცია, მაგრამ პირველი ყველაზე რთული და მძიმეა", - აცხადებს ოჯახი ახლობელი.

მისივე თქმით, მეორე ბავშვს აქვს ღრმა ჭრილობა, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არაა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. პიტბულის ჯიშის ძაღლმა 5 და 2 წლის ძმები დაკბინა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვნის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები