ივანე ჩხაიძე - ერთი და იგივე სიმპტომები აქვს: მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების, კუნთების, ყელის ტკივილი

ძირითადი ვირუსი, რომელიც ცირკულირებს არის A ტიპის ვირუსი - H1, პანდემიური და მეორე ადგილზე, შედარებით ნაკლები ინტენსივობის, ეს არის H3, ესეც A ტიპის ვირუსს მიეკუთვნება, - ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

"H1-ს და H3-ს ერთი და იგივე სიმპტომები აქვს, ეს არის მაღალი ტემპერატურა - 38 და მეტი, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი. რისკის ჯგუფები იგივეა, რაც ვაქცინაციის დროს - ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები და 65 წელს გადაცილებული პირები ქრონიკული დაავადებებით.

რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება - ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში, გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში", - განაცხადა ჩხაიძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები