თაკო ჩარკვიანი - ხათუნა სამნიძემ ისაუბროს ამაზე და ხატია დეკანოიძემ, მათ დაიწყეს და მათ გასცენ პასუხი, მე რატომ ვთქვა?

ყოფილა ასეთი შემთხვევა, მაგრამ ეს ერთი შემთხვევა იყო და ერთადერთ ადამიანზე შემიძლია ვთქვა, სხვა ოპოზიციონერებისგან ნამდვილად არ გამიგია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" განაცხადა, როდესაც საუბრობდა თემაზე, შესწრებია თუ არა შეხვედრას, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ჩარკვიანი თავს იკავებს როგორც კონკრეტული გვარის, ისე პარტიის დასახელებისგან, თუ ვინ ეწინააღმდეგებოდა კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამავე დროს, აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" და "სტრატეგია აღმაშენებლიდან" სტატუსის მიღების მოწინააღმდეგე არავინ ყოფილა.

"მე არ ჩავთვალე საჭიროდ, მით უმეტეს, სტატუსის მიღების წინ, იმდენად შევიკარით ყველა ოპოზიციონერი, რომ მოვერიდე და არ მივიჩნიე სწორად, რომ ამაზე უნდა მესაუბრა, ვინაიდან ოპოზიციონერების მხრიდან ეს იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა და სხვებისგან არ მსმენია. 

რადგან გადავწყვიტე რომ არ ვთქვი, მაშინ ბოლომდე არ ვიტყვი. მერე რაღაცნაირად შეიცვალეს სასწრაფოდ პოზიცია, თავი გაიმართლეს, რომ ჩვენ ამის თქმა ასე არ გვინდოდა, ამიტომ მოდი, ვაპატიოთ, რადგან შეცვალეს პოზიცია და თქვეს, რომ ეს შემთხვევით მოგვივიდა, თორემ არ გვინდოდა ასე გვეთქვა. მიხარია, თუ ეს სისულელე თუ შემთხვევით მოუვიდათ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც  მე მარტო არ ვიყავი, ათი-თორმეტი ადამიანი მაინც იჯდა იქ.

თუ რაიმე შეხვედრა მქონია, თქვენ იცით, კბილებით მე რაც ვიმუშავე იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე საქართველომ სტატუსი მიიღოს - ეს არის ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობიდან", პირიქით, ყველა ძალიან მონდომებული იყო", - განაცხადა ჩარკვიანმა.

წამყვანის კითხვაზე გამორიცხავს თუ არა "ლელოს" იმ ოპოზიციური პარტიების რიგებიდან, რომლის წარმომადგენელიც სტატუსის მიღების წინააღმდეგი იყო, ჩარკვიანმა უპასუხა: - "არა, არ გამოვრიცხავ".  მისივე თქმით, ვინაიდან ხათუნა სამნიძემ და ხატია დეკანოიძემ დაიწყეს ამ თემაზე საუბარი, მათვე უნდა დაასრულონ და დაასახელონ, ვინ იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების წინააღმდეგი.

"არ მინდა ამაზე საუბარი, ხათუნა სამნიძემ ისაუბროს ამაზე და ხატია დეკანოიძემ, მათ დაიწყეს და მათ გასცენ პასუხი, მათ ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი და მე რატომ ვთქვა? რადგან სამნიძემ და დეკანოიძემ დაიწყეს, დაასრულონ თავიანთი დაწყებული საქმე, თან ხატია საკმაოდ ახლოს არის "ლელოსთან" და რადგან "იკისრა" და გამოიტანა ეთერში ეს ყველაფერი თავის დროზე, დაასრულონ თავიანთი დაწყებული საქმე", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები