ნაუსედა - ევროპამ უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში

იმ პირობებში, როცა უკრაინა ჯერ კიდევ არ იღებს დაპირებულ სამხედრო დახმარებას, ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს კიევის დასახმარებლად, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ლიეტუვისა და ევროკავშირის სამხედრო პოტენციალის გაზრდა, როგორც შესყიდვების, ასევე თანამშრომლობის სხვა ფორმების კუთხით.

"ევროპამ უნდა მიიღოს უფრო დიდი როლი, როდესაც სხვა მოკავშირეებს არ აქვთ არც პოლიტიკური ნება და არც შესაძლებლობა, უზრუნველყონ საჭირო სამხედრო აღჭურვილობა. ევროპაში კი ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო ცვლილებები ხდება, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია მისი თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებასთან.

ეჭვი არ მეპარება, რომ ერთობლივი შესყიდვები და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობა არის ის, რისი გაკეთებაც უფრო მეტად შეგვიძლია”, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ნაუსედამ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას დახმარება უფრო სწრაფად ეძლევა, ვიდრე ადრე, შეთანხმების მიღწევას თვეები სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები