წალენჯიხაში უცნობმა პირმა ადმინისტრაციული შენობიდან უკრაინის დროშა ჩამოხსნა და დაწვა სცადა

წალენჯიხის სოფელ ნაკიფუში, ადმინისტრაციულ შენობის შესასვლელთან, სადაც საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები იყო აღმართული, უკრაინის დროშა ჩამოხსნეს და დაწვა სცადეს.

წალენჯიხის მერის მოადგილის განცხადებით, დროშა გადარჩა, რადგან წვიმის გამო სველი იყო.

"ინციდენტი წალენჯიხაში მოხდა იმიტომ, რომ წალენჯიხა საქართველოს მასშტაბით გახლავთ ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობა ჰუმანიტარული მისიებით ეხმარება დამეგობრებული ქალაქის, იავორივის მოსახლეობას. ამ დღეებში ჩვენ მივიღეთ მადლიერების წერილი, ანუ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, მერიას და მის მოსახლეობას გამოკვეთილი მხარდაჭერილი პოზიცია უკავია უკრაინის მიმართ. ამასთან, ქვეყანაში წახალისებულია მარგინალური ფსევდოეროვნული ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიური ხდებიან წალენჯიხაში, რადგან წალენჯიხა გახლავთ ერთადერთი ოპოზიციური მერია საქართველოში", - განაცხადა წალენჯიხის მერმა.

ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები