თსუ - უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები

აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას, - ამის შესახებ უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას. 

ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და, ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას. 

მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა კეკელიძის ქუჩაზე ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. პროკურატურა მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ორივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მეორე დღეა, უნივერსიტეტში მათი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.

ჩიქობავა თსუ-ის ლექტორია, ხასაია - "ილიაუნის". 

უახლესი ამბები