სოფელ ფონიჭალაში უფასო სასადილო გაიხსნა. იეთიმ გურჯის N23-ში 330 ბენეფიციარს საშუალება აქვს, ყოველდღიურად განსხვავებული მენიუ მიიღოს.
ახალი სასადილო კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში ლევან ჯაფარიძემ დაათვალიერეს.
სულ კრწანისის რაიონში 5 უფასო სასადილოა, რომელთაგან 1 ორთაჭალის, 4 კი ფონიჭალის მოსახლეობას ემსახურება:
1. სოფელი ფონიჭალა, იეთიმ გურჯის N23
2. რუსთავის გზატკეცილი N18-22
3. რუსთავის გზატკეცილი N265
4. ზემო ფონიჭალა, კორპ. N22
5. ორთაჭალის ქ. N36