ტუსკი - უკრაინით გადაღლილობის პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ორბანით გადაღლილობა აქ, ბრიუსელში

უკრაინით გადაღლილობის პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ორბანით გადაღლილობა აქ, ბრიუსელში, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

"ახლა ჩვენ გვჭირდება ერთიანობის განმტკიცება უკრაინის გარშემო და რუსეთისა და მისი აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ვიქტორ ორბანის უცნაური და ეგოისტური თამაში. კომპრომისის შესაძლებლობაც არ არის ჩვენს პრინციპებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა და ასევე არ არსებობს კომპრომისის შესაძლებლობა უკრაინის საკითხზე. ერთადერთი, რისი შეთავაზებაც ორბანისთვის შეგვიძლია, ესაა სამართლიანი მოპყრობა, ჩვენი წესებისა და პროცედურების გათვალისწინებით და მეტი არაფერი.

თუ ვიქტორ ორბანის მოსაზრება და პოზიცია იქნება დომინანტი ევროპაში, მაშინ უკრაინა წააგებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე. ჩვენ შეგვიძლია, დავარწმუნოთ ვიქტორ ორბანი, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, ეფექტურად დავიცვათ უკრაინა აგრესიისგან, მაგრამ ამისთვის გვჭირდება ერთიანობა და ორბანმა უნდა იცოდეს, რომ ბნელ სცენარზე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება და ეს მისი თამაშების ბრალი იქნება“, – განაცხადა ტუსკმა.

დღევანდელ სამიტმა ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. მანამდე ცნობილი იყო, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგებოდა.