რომან გოცირიძე - ძალიან დიდი საკადრო შიმშილია პროფესიონალების, ეს არის დაბალი კვალიფიკაციის მქონე მთავრობა

მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით Front News ოპოზიციონერ დეპუტატს რომან გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო რომან, როგორ შეაფასებთ "ქართული ოცნების“ დღევანდელ ყრილობას? რამდენად გამართლდა თქვენი პროგნოზები და რა შეიძლება მოჰყვეს ამას?

- ნათელი იყო, რომ არჩევნებში ღარიბაშვილის მონაწილეობით გასვლა იყო ძალიან დამაზიანებელი და ის, რომ საარჩევნო მიზანი ჰქონდა ამ ცვლილებებს, კიდევაც გამოჩნდა ღარიბაშვილის კომენტარში - მე შემომთავაზეს ან ახლა დამეტოვებინა პოსტი ან ზაფხულშიო და მე ახლა ვარჩიეო. აქედან გამომდინარეობს ის, რომ საარჩევნო კამპანიის პროცესში არ უნდა ყოფილიყო იგი პრემიერ-მინისტრი. 

- როგორ ფიქრობთ, რატომ იქნებოდა პრობლემა საარჩევნო პერიოდში  ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობა?

- უამრავი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, რადგან მისი სამწლიანი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დაიცალა ქვეყანა. 2022 წელს ქვეყნიდან 100 000 ადამიანი წავიდა და ახლა 2023 წლის სტატისტიკა გამოქვეყნდება აპრილის თვეში და ვნახავთ, რომ არანაკლები იქნება წელსაც.

2022 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი იყო რუსეთიდან შემოსული 100 000-ზე მეტი მოქალაქე, რომლებმაც შემოიტანეს ფული და რომლებმაც, ძირითადად, საკუთარ თავს მოახმარეს და საქართველოს მოქალაქეებს ეკონომიკური ზრდის შედეგი არ უგრძნიათ.

- ანუ მიიჩნევთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პოსტზე არყოფნა, ეკონომიკური დაღმავლობითაა გამოწვეული?

- ეკონომიკური სიდუხჭირე იყო მთავარი მიზეზი და რა თქმა უნდა, კორუფცია მთავრობაში, რომელსაც ყველა აღიარებს, რომ ქვეყანაში ყვავის ელიტური კორუფცია, ანუ მაღალი სამოხელეო დანაშაული და ამას ხედავს ხალხი.

- ბიძინა ივანიშვილის გავლენით მოიხსნა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან?

- რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ ჩაწერა წესდებაში, რომ ის ხსნიდა და ნიშნავდა პრემიერ-მინისტრს, რომ ამით მან ისარგებლა, არაფორმალური მმართველობა რომ არ დაებრალებინათ, ვითომ პარტიის წესდების შესაბამისად მოხსნა ის. თვითონ ღარიბაშვილმაც გათქვა ბევრი რამ - როგორ, არ იცით ვინ ნიშნავს პრემიერს და ვინ დანიშნა კობახიძეო?  როგორ არ იცით, რომ მრჩეველი ნიშნავს პრემიერ-მინისტრსო? - ანუ, ეს ნიშნავს, რომ მრჩეველი ნიშნავს და მრჩეველი ათავისუფლებს და კობახიძეს ერთი მინისტრის დანიშვნის უფლებაც კი არ მისცეს.

- რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტს, როგორ ფიქრობთ, ჯუანშერ ბურჭულაძეს ნამდვილად სურდა პოსტის დატოვება?

- ერთადერთი სიმართლე, რაც ხელისუფლების ყრილობაზე მოვისმინე იყო ის, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ნამდვილად სურდა თავდაცვის მინისტრობიდან წასვლა. 

- როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?

- თავდაცვის ამ მძიმე პოსტის შემდეგ, მას უფრო კომფორტულ ადგილას, ბრიუსელში ცხოვრება და NATO-ს ელჩად ყოფნა ურჩევნია, რა თქმა უნდა.

- რაც შეეხება თავდაცვის მინისტრობის პოსტს. როგორც ცნობილი გახდა, ჯუანშერ ბურჭულაძის ადგილს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ირაკლი ჩიქოვანი გაუძღვეს ამ პოსტს ისე, როგორც ქვეყნისა და თავდაცვისთვისაა საჭირო?

- ამით არაფერი იცვლება. არც ჯუანშერ ბურჭულაძე წყვეტდა ვარსკვლავებს და ზოგადად, მინისტრების გვარი და სახელიც კი არ იცის ჩვენი ქვეყნის ბევრმა მოქალაქემ. მათ შორის, ბევრის არც მე ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში მოდიან ყოველწლიურად რამდენჯერმე, იმიტომ, რომ უსახური კადრები ჰყავთ "ქართულ ოცნებაში".

- ანუ "ქართულ ოცნებას“ კარგი კადრების კრიზისი აქვს?

- უსახური კადრები ჰყავთ "ქართულ ოცნებაში“.  "ოცნების"  99%, ვინც თავდაპირველად მოვიდა ხელისუფლებაში, ახლა ყველა ოპოზიციაშია. ამიტომ, არის ძალიან დიდი საკადრო შიმშილი პროფესიონალების. ამიტომ, არავითარი განსხვავება არ არის ახალი და ძველი მინისტრების კვალიფიკაციას შორის. ეს არის დაბალი კვალიფიკაციის მქონე მთავრობა.

- იგივე შეიძლება იგულისხმებოდეს ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ადგილების გაცვლაშიც?

- რა თქმა უნდა. აქ საუბარია ვინ უფრო მეტად კომფორტული იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის და ბუნებრივია, რომ ირაკლი კობახიძე ვერ მოასწრებს კორუფციული ცოდვების დაგროვებას.

თინათინ ლობჯანიძე

Front News

მსგავსი სიახლეები