ალეკო ელისაშვილი - ახლა გველოდება დიდი ეროვნული ამოცანა, მეორედ არჩევნების გზით, საქართველოს ისტორიაში უნდა შევძლოთ შევცვალოთ ხელისუფლება

ერთხელ კარგი იყო, რომ არჩევნების გზით შევცვალეთ ხელისუფლება, მით უმეტეს, ის ხელისუფლება ახლა რომ ოპოზიციაშია, მაგრამ ახლა გველოდება დიდი ეროვნული ამოცანა - მეორედ, არჩევნების  გზით საქართველოს ისტორიაში უნდა შევძლოთ შევცვალოთ ხელისუფლება, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ.

როგორც ალექსანდრე ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლაში ხელს უშლის ერთმანეთის მუდმივი კრიტიკა.

"ამაში გვაფერხებს ერთმანეთის გაუთავებელი ლანძღვა და ამიტომ  ხალხს აქვს განცდა, რომ ესენი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში კიდევ უფრო დააქცევენ ამ ქვეყანასო. ამიტომ, ჩვენ თავში ძალა უნდა მოვიკრიბოთ. ყველას გვგონია, რომ მარტო მისი პარტია შეცვლის ყველაფერს ქვეყანაში, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენი ამბიციები უნდა „დავამიწოთ“ და ერთობის კონტურები შევქმნათ. სხვანაირად ეს ცვლილება არ გამოვა. სხვანაირად ვეხმარებით „ქართულ ოცნებას“, რომ უკუნითი უკუნისამდე იყოს ხელისუფლებაში“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები