ალეკო ელისაშვილი - ნაცებთან და ქოცებთან არ დავსხდებითო ის ხალხი იძახის, რომელიც ნაციც იყო და ქოციც

ნაცებთან და ქოცებთან არ დავსხდებითო ის ხალხი იძახის, რომელიც ნაციც იყო და ქოციც, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს საკითხებს, შეხვედრებსა თუ მნიშვნელოვან თემებს მეტად სერიოზული დაფიქრება სჭირდება. 

"ხვალ თუ აპირებს იგივე შემადგენლობა  მთავრობის დამტკიცების დროს სხდომათა დარბაზში, რატომ გადაწყვიტეს იგივე დეპუტატებმა დღეს ბოიკოტის გამოცხადება. ნაცებთან არ დავსხდებით, ქოცებთან არ დავსხდებით იძახის ხალხი, რომელიც ნაციც იყო და ქოციც. ახლა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, იმასთან არ დავსხდებითო. ზოგი მინისტრის მოადგილე იყო, ზოგი მინისტრი იყო, კოალიციებს კრავენ, იმას შვრებიან, ამას შვრებიან და ჰაიტ, არ დავსხდებითო. ხვალ თუ შემოხვალ მთავრობის დამტკიცების დროს, დღეს რა ხდება, შხამიანი ჰაერია იქ, თუ ცოფიან კატებს უშვებენ იმ დარბაზში. ცოტა სერიოზულად ხომ უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. რისთვის შევდივარ იქ? - ჭკუა კი არ უნდა მასწავლოს თინა ბოკუჩავამ, უბრალოდ ის იქნება მოდერატორი ამ შეხვედრის", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ. სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს. შეხვედრას არ ესწრებიან პარტია “ლელოსა” და “საქართველოსთვის” დეპუტატები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები