ალეკო ელისაშვილი - დავაქციეთ კინაღამ ეს უნიკალური ძეგლი და თქვენ ხელები დაიბანეთ და საპატრიარქოს გადააბრალეთ?

დააშავა თქვენმა უწყებამ, დავაქციეთ კინაღამ ეს უნიკალური ძეგლი და თქვენ ხელები დაიბანეთ და საპატრიარქოს გადააბრალეთ? და როგორ რჩებით მინისტრად ამ ყველაფრის მერე? - ასე მიმართა "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კულტურის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს. 

ელისაშვილმა წულუკიანს ჰკითხა, რომ თუ ძეგლის რეაბილიტაციის პროცესზე საპატრიარქომ უნდა იზრუნოს, რას აკეთებს ამ დროს კულტურის სამინისტრო.

"გელათთან მიმართებაში, ყველაფერში იყო ზუსტი და მართალი საპატრიარქო პირადად თქვენთან, იმიტომ, რომ პირადად თქვენთან ჰქონდა ძალიან ისეთი განცხადება. დააშავა თქვენმა უწყებამ, დავაქციეთ კინაღამ ეს უნიკალური ძეგლი და თქვენ ხელები დაიბანეთ და საპატრიარქოს გადააბრალეთ? და როგორ რჩებით მინისტრად ამ ყველაფრის მერე? 

თუ საპატრიარქომ უნდა გამოასწოროს თქვენი დაშავებული და ძეგლთა დაცვაზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე საპატრიარქომ თუ უნდა იზრუნოს, აბა თქვენ რისი მინისტრი ხართ, მარტო ხალხს რომ არბევთ კულტურის სხვადასხვა სფეროში?", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

თეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ, სამინისტრო აღარ არის პასუხისმგებელი გელათის მონასტრის მდგომარეობაზე.

ოპოზიცია პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები