ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალების ახლად დანიშნულმა მთავარსარდალმა უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა 2024 წლისთვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახლად დანიშნულმა მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ უნდა წარმოადგინოს დეტალური სამოქმედო გეგმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 2024 წლისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

დღეს ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე დანიშნა და განაცხადა, თუ რას ელოდება ახალი სამხედრო ხელმძღვანელობისგან.

კერძოდ, სირსკიმ უნდა წარმოადგინოს უკრაინის შეიარაღებული ძალების რეალისტური, დეტალური სამოქმედო გეგმა 2024 წლისთვის, რომელიც ითვალისწინებს რეალურ ვითარებას ბრძოლის ველზე ახლა და მომავალში.

გარდა ამისა, ყოველი პირველი რიგის საბრძოლო ბრიგადამ უნდა მიიღოს ეფექტური დასავლური იარაღი. ზელენსკი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს ასეთი იარაღის სამართლიანი გადანაწილება ფრონტის პირველი ხაზის სასარგებლოდ.

"ჩვენ უნდა მოვაგვაროთ პრობლემები ლოგისტიკასთან დაკავშირებით. ავდიივკა არ უნდა დაელოდოს, სანამ გენერლები გაარკვევენ სად არიან ჩარჩენილი დრონები მათ საწყობებში. ყველა გენერალმა უნდა იცოდეს ფრონტი. თუ გენერალმა არ იცის ფრონტი, ის არ ემსახურება უკრაინას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საჭიროა ეფექტური როტაციის სისტემის შექმნა ჯარში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საფუძვლად შეიძლება იქნეს მიღებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ინდივიდუალური საბრძოლო ბრიგადების გამოცდილება და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფები, სადაც ასეთი სისტემა არსებობს.

"ჩვენ გვჭირდება ჯარისკაცების მომზადების ხარისხის აშკარა გაუმჯობესება - მხოლოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები პირველ ხაზზე. შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში იქმნება ახალი ტიპის ძალები - უპილოტო სისტემების ძალები. პირველი მეთაური უნდა დაინიშნოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ვალერი ზალუჟნის ნაცვლად ალექსანდრე სირსკი დანიშნა.

მსგავსი სიახლეები