დარტყმები ხარკოვზე - მთლიანად დაინგრა 14 სახლი, დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი

ხარკოვში რუსების სარაკეტო დარტყმების შედეგად 14 სახლი მთლიანად განადგურდა.

უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის ალექსეი ბელოშიცკის განცხადებით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კვლავ ცეცხლის ქვეშ მოექცა. თავდასხმის შედეგად ტერორისტული ქვეყნის დრონებმა მასიური ხანძარი გამოიწვია. ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსებს.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსეი სინეგუბოვის განაცხადებით, რომ ხარკოვში ღამის დაბომბვას შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვია.

"ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად დაიღუპა მთელი 5 კაციანი ოჯახი: ცოლ-ქმარი და მათი სამი შვილი (შვიდი წლის, ოთხი წლის და შვიდი თვის ბიჭები)”, - აღნიშნა მან.

კიდევ ერთ სახლში ნაპოვნია 66 წლის მამაკაცის და მისი 65 წლის ცოლის ცხედრები.

სინეგუბოვის თქმით, დაბომბვების შედეგად სამი ადამიანია დაშავებული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები