ჰოსპიტალიზაციის გამო ოსტინმა ბრიუსელში ვიზიტი გააუქმა - "რამშტაინის" შეხვედრა ონლაინ გაიმართება

პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის გამო გააუქმა ვიზიტი ბრიუსელში, სადაც "რამშტაინის" ფორმატში საკონტაქტო ჯგუფის მე-19 შეხვედრა უნდა გამართულიყო, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ოსტინს პირადად უნდა ეხელმძღვანელა ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისთვის, რის შემდეგაც ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იგეგმება.

თუმცა, კვირას ნაშუადღევს ოსტინმა თავისი მოვალეობები გადასცა თავდაცვის მდივნის მოადგილეს კეტლინ ჰიქსს. უკრაინის თავდაცვის საჭიროებებზე შეხვედრა კი ონლაინ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები